ხელაშვილი  დავით
ხელაშვილი  დავით

ხელაშვილი  დავით (30.XI.1961,თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1984). მუშაობდა თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (ბოლო პოზიცია გამომთვლელი მანქნის EC-1033 მათ. უზრუნველყოფის ჯგუფის უფრ.), პარალელურად საერთო სამეცნ. თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდული მივლინებები - ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინ-ტში (დუბნა, რუსეთი)  (1984-1991). არის თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის მიკროპროცესორული სისტემების კათედრის ასისტენტი (1991-2006), მიწვეული ლექტორი სეუ - საქართვ. ეროვნ. უნ-ტში   (2000-2008). ხ. დ. იყო შოთა რუსთაველის სახ. ეროვნ. უნ-ტის რექტორი (2008-2017), არის შპს „თბილისი ენერჯი“(ყოფილი „ყაზტრანსგაზ-თბილისი) მონაცემთა გადაცემის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვ.  (2018-დღემდე), 10-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მოსი სამეცნ. მიმართულება და ინტერესებია: სახეთა ამოცნობა, ნაბეჭდი და ხელნაწერი ტექსტის სკანირებული გრაფიკული ინფორმაციის დამუშავება/ამოცნობა. არის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახ. უნ-ტის - კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მათ.  მოდელირების დოქტორანტი (2009-2010).